შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის წერილზე - ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც არ და ვერ ჩავერთვებით - ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს, ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს

ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია აქვს საქართველოს და ამას არაფერი უშლის ხელს.

„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, რომ განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში, არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებები? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები