დმიტრო კულება - მიმდინარეობს მუშაობა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული

მიმდინარეობს მუშაობა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ნიდერლანდელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კერძოდ, წინა კვირას ნატო-ს მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ამ საუბრის დიდი ნაწილი ამ საკითხს ეხებოდა. ის, რაც ჩემი კოლეგისგან გავიგე, იმედს მაძლევს, მაგრამ ეს ამერიკული პოლიტიკის გადაწყვეტილებაა, ეს ამერიკული პარლამენტის გადაწყვეტილებაა. ამიტომ მათ დავუტოვებთ ამას. უკრაინის მხრიდან ყველა დონეზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად იქნას მიღებული”, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა კონგრესის ლიდერებისადმი წერილში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების სახსრები 2023 წლის ბოლომდე ამოიწურება, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს