გიორგი რუხაძე - თუ  ორბანის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მაშინ საქართველოს ნაწილიც ჩავარდება უკრაინასთან, მოლდოვასთან და დანარჩენებთან ერთად - საქართველოს საკითხი ცალკე არ იქნება, იმიტომ, რომ ერთი დოკუმენტია

თუ ორბანი არ დაეთანხმება გაფართოების დოკუმენტს, გამოვა, რომ ის არ ეთანხმება არავისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიორგი რუხაძის განმარტებით, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხს ჩააგდებს, მაშინ ევროკავშირისთვის დღის წესრიგში ან ორბანის შეზღუდვის საკითხი დადგება, ან შესაძლოა გაფართოების დოკუმენტი დაანაწილონ.

„საქმე აქამდე თუ მივიდა და ორბანის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მაშინ საქართველოს ნაწილიც ჩავარდება უკრაინასთან, მოლდოვასთან და დანარჩენებთან ერთად. საქართველოს საკითხი ცალკე არ იქნება იმიტომ, რომ ერთი დოკუმენტია სულ, გაფართოების დოკუმენტი ერთი დოკუმენტია, რომელშიც შეტანილია ყველა თემა, რაც გაფართოებას ეხება. შესაბამისად ამას ვერ დააცალკევებენ. ერთი დოკუმენტია და ან ჩავარდება ან არ ჩავარდება. ერთად უყრიან კენჭს, ერთი საკითხია - გაფართოების საკითხი. შესაბამისად, თუ ეს პაკეტი გავა, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ასევე დანარჩენი ქვეყნების წვრილი თუ მსხვილი საკითხები დამტკიცდება ან არ დამტკიცდება. საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ეს უფრო მტკივნეული საკითხია, ვიდრე სერბეთისთვის ან ჩრდილო-მაკედონიისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი დოკუმენტია. თუ ორბანი არ დაეთანხმება გაფართოების დოკუმენტს, გამოვა, რომ ის არ ეთანხმება არავისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ამის შემდეგ რა იქნება ეს უკვე მეორე საკითხია. თეორიულად შესაძლებელი იქნება, რომ ეს დოკუმენტი დაცალკევდეს. თუ ვერ მოხდება საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა, ევროპული საბჭო შეიკრიბება, ალბათ, მარტში ან აპრილში, წელიწადში ოთხჯერ იკრიბება რეგულარულად. ეს ის საკითხია, რომელსაც რიგგარეშე საბჭო სჭირდება. შემდეგ კიდევ შეეცდებიან დაითანხმონ ორბანი, ხოლო თუ ვერ დაითანხმებენ, ალბათ, დაიწყება ფიქრი იმაზე, რომ ან ორბანი შეზღუდონ ან გაფართოების დოკუმენტი დაანაწილონ და ნაწილ-ნაწილ მიიღონ ან ვერ მიიღონ. თეორიულად ასეა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო