ანდრეი ერმაკი - აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე უკრაინამ, შეიძლება, ომი წააგოს.

ერმაკმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს.

„თუ დახმარება, რომელიც ამჟამად კონგრესში განიხილება, გადაიდო - არ ვგულისხმობ არ მიღებას - ეს შექმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ალბათობით შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლების გაგრძელებას და ომის წაგების დიდ რისკს შექმნის“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ საბიუჯეტო მხარდაჭერაც. "უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის გეგმაზე. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ რაც შეიძლება მალე, რადგან უკვე გავიდა ორი წელი და ორი წელი დიდი დროა", - განაცხადა ერმაკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს