ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის ვიზა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარულ კოორდინატორს, ლინ ჰასტინგსს ორგანიზაციის მიკერძოებულობის გამო, ვიზა გაუუქმა.

„ჩვენ აღარ ვიქნებით ჩუმად გაერო-ს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა.

მისი თქმით, ლინ ჰასტინგსმა, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის გაერო-ს სპეციალური კოორდინატორის მოადგილე და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიისთვის, არ დაგმო „ჰამასი“ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ჩადენილი ქმედებების გამო.

„მან, ვინც არ დაგმო „ჰამასი“ 1200 ისრაელელის სასტიკი ხოცვა-ჟლეტისთვის, ჩვილებისა და მოხუცების გატაცებისთვის, შეურაცხყოფისა და გაუპატიურების შემზარავი აქტებისთვის და ღაზას მაცხოვრებლების ცოცხალ ფარებად გამოყენებისთვის, არამედ გმობს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იცავს თავის მოქალაქეებს, არ შეიძლება იმსახუროს გაერო-ში და შევიდეს ისრაელში“, - განაცხადა კოენმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ლინ ჰასტინგს ვიზა გასულ კვირას გაუუქმდა. მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს ჰასტინგსის მიმართ სრული ნდობა აქვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს