CNN - აშშ თვლის, რომ ისრაელმა სამხრეთ ღაზაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრისთვის დაასრულოს

აშშ თვლის, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, იანვრამდე დაასრულოს და შემდეგ „ჰამასის“ წევრებსა და ლიდერებზე უფრო მიზანმიმართულ თავდასხმებზე გადავიდეს, - ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თეთრმა სახლმა ისრაელი გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება შეზღუდოს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელმა მიმდინარე წლის ბოლომდე მიაღწიოს საკუთარ მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებას და რომ ისრაელის ძალები ამ მიზნის განხორციელებას უფრო ხანგრძლივი კამპანიის ფარგლებში გააგრძელებენ, როდესაც ბრძოლა ახალ ფაზაში გადავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს