განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში“ კონფერენციას უმასპინძლა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში“.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალურანდი მიესალმა.

„კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები განიხილეს: შიდა ხარისხის გზამკვლევის პროექტები, ავტორიზაციის როლი განათლების ხარისხის განვითარებაში, ავტორიზაციის მიმართულებით არსებული ტენდენციები და ქვეყანაში ავტორიზაციის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, ესტონეთის მოდელი ზოგადი განათლების მიმართულებით - გამოწვევები და წარმატებული მაგალითები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, ესტონეთის ხარისხის სამსახურის (HAKA) ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები, სკოლის დირექტორები, თბილისის რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ზოგადი განათლების მიმართულებით შერჩეული ექსპერტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს