ნიკოლოზ სამხარაძე - შევხვდებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს და საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე - საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის დროს, საუბარი იქნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო წევრობის გზაზე ნატო-სგან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელოდება.

„დღეს, ჩვენ შევხვდებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე. ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატო-ს წევრობაზე არის, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაც. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისას, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია