წიგნები განსაკუთრებულ ფასად - „პალიტრა L-ის“ ონლაინ ფასდაკლება გრძელდება

„პალიტრა L-ის“ წიგნებზე ონლაინ შეძენის შემთხვევაში 30-40% ფასდაკლება მოქმედებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, შეთავაზება 4 დეკემბერს დაიწყო და 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 40%-მდე ფასდაკლება მოქმედებს სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, მხატვრულ ლიტერატურაზე. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებით შეძლებთ სასაჩუქრე გამოცემების შეძენასაც, რომლებიც განსაკუთრებული საჩუქარია სხვადასხვა დღესასწაულზე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ მრავალფეროვანი ფასდაკლებები და აქციები. შედეგად კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას. დღეს, როდესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საოცრად გადატვირთულია, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველებს წიგნის ყიდვის პროცესში, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ონლაინ ფასდაკლების შეთავაზება,“ - აღნიშნავს „პალიტრა L-ის“ ელექტრონული კომერციის და ქოლცენტრის ხელმძღვანელი ქეთი გოგოტიძე.

ფასდაკლების პარალელურად, საიტზე შეძენისას მომხმარებლები 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს სასურველ მისამართზე უფასოდ მიიღებენ. ასევე, 50 ლარზე მეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ წიგნს, რომლის შერჩევასაც თავადვე შეძლებენ საიტზე ონლაინ შენაძენის განხორციელების დროს.

„პალიტრა L-ის“ ონლაინ ფასდაკლება 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება