„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე აშშ-ში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და კრიპტო ტექნოლოგიური მიღწევებია. როგორც ცნობილია, ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

ვაშაძის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, კონტაქტების დამყარება და კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოცდილების მიღებაა.

„ვაშინგტონში, სენატში უსაფრთხოების ფორუმი გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები დაესწრებიან. რაც მთავარია, საუბარი გვექნება, უსაფრთხოებაზე, როგორც ფიზიკური, ისე კიბერ-უსაფრთხოების მხრივ. ძალიან ბევრს ვისაუბრებთ კრიპტო ტექნოლოგიებზე, თუ როგორ იცვლება მსოფლიო და რა შესაძლებლობები აქვთ ქვეყნებს ამ მხრივ.

ჩემი მონაწილეობის მიზანია, რომ გავაღრმაოთ კონტაქტები და ვიმუშაოთ იმ პერიოდისთვის, როცა ქვეყანა „განქოცდება“ და საქართველო ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, განვითარებას გააგრძელებს. ფორუმის გარდა, ამ საკითხებზე ინდივიდუალური შეხვედრები გვექნება, სადაც სენატის უმაღლესი დონის წარმომადგენლები, მათ შორის მარკო რუბიო და სხვები იქნებიან. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. მივდივარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს