პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში - „თავისუფლება და უსაფრთხოება“ მონაწილეობას მიიღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრებიან, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში - „თავისუფლება და უსაფრთხოება" მონაწილეობას მიიღებენ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია კიევში, 7-8 დეკემბერს გაიმართება.

„7-8 დეკემბერს, კიევში გაიმართება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია - „თავისუფლება და უსაფრთხოება", რომლის ორგანიზატორები უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისია. კონფერენციაზე მიწვეულები არიან და მონაწილეობას მიიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს