საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს

საბაჟო პროცედურებთან და ლოგისტიკურ ფორმალობებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული გეზ-ების სამუშაო პროცესის აღწერას, საბაჟო ფორმალობების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების გზებს, ოპერაციათა ოპტიმიზაციის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ყურადღება ასევე გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვის დროს საზღვრის კვეთის პროცედურულ გართულებებზე, კერძოდ რიგების საკითხზე, რომლის გამო კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდება ფერხდება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს რეექსპორტის განხორციელების პროცესში არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წევრი კომპანიების მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტზე დაყენებული საკითხები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და შემოსავლების სამსახურს საკმაოდ ინტენსიური და ამავდროულად, პროდუქტიული კომუნიკაცია აქვს, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დაყენებული საკითხები პირდაპირ კავშირშია ამ უწყების საქმიანობასთან. დეტალურად განვიხილეთ წევრი კომპანიების მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტზე დაყენებული საკითხები, რომელიც ძირითადად საბაჟო პროცედურებს ეხება და ბუნებრივია, აქაც შევთანხმდით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე, რადგან ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას