გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი არ დაწყებულა გუშინ, 8-9 თვის წინ დაიწყო, რამდენად „გაწელავენ“ ამის გაჟღერებას და პიარულად ვისთვისაა სასარგებლო, ყველამ თავის თავს კითხოს - პარტია არ იშლება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი არ დაწყებულა გუშინ, 8-9 თვის წინ დაიწყო, რამდენად „გაწელავენ“ ამის გაჟღერებას და პიარულად ვისთვისაა სასარგებლო, ყველამ თავის თავს კითხოს - "ნაციონალური მოძრაობა" არ იშლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების თაობაზე პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც პარტიის დატოვების თაობაზე განცხადებები გააკეთეს, დიდი ხანია აღარ არიან ჩართულნი პარტიულ საქმიანობაში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ეს პროცესი, რა განცხადებებიც მოვისმინეთ, არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ეს დაიწყო 8-9 თვის წინ და ეს ადამიანები ფაქტობრივად, აღარ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ საქმიანობაში. რამდენად გაწელავენ ახლა ამის გაჟღერებას და პიარულად ვისთვის არის სასარგებლო, ეს ყველამ საკუთარ თავს კითხოს.

"ნაციონალური მოძრაობა" არ იშლება, პარტიას ბევრი რამ გადაუტანია, 11 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ბევრი ადამიანის და მათ შორის ივანიშვილის სურვილი იყო დაშლილიყო "ნაციონალური მოძრაობა", ვერც ივანიშვილი და ვერც მისი აზრების გამზიარებლები ვერ მიიღებენ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს ან დაზიანდეს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში დღეს, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და პირველი ადგილის მოსაპოვებლად იმ ბრძოლაში, რომელშიც იქნება სხვა დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთად,"- განაცხადა ბოტკოველმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს