გიორგი ვაშაძე - ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე უნგრეთში ჩვენს ინტერესებს დაიცავს, „ოცნებას“ საერთოდ არ სურდა სტატუსის მიღება - ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ თავად უნდა გააგონოს

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში ვიზიტს.

ვაშაძის აზრით, კობახიძე ქართულ ინტერესებს არ დაიცავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონოს. ამასთან, მისივე თქმით, ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს.

„ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად.

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს