პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ავრცელებს.

„1-ელ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა და მისი 19 წლის ქალიშვილის, სამი ქართველის მიერ, გატაცების შესახებ განაცხადა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და ავტომობილის იდენტიფიცირება მაშინვე მოახერხეს. ბრალდებულების დაკავება ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში მოხერხდა. დაკავებული არიან 38, 37 და 33 წლის მამაკაცები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, 19 წლის გოგოს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

საქმეზე გამოძიებას სკიერნიევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. ბრალდებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება