ანა დოლიძე - განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოზარდებში წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში ვითარება გაუარესდა.

დოლიძის თქმით, რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად, ყველაზე მთავარი რუსული საქმე სწორედ ქვეყანაში კეთდება.

„კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცების მიუხედავად, განათლების სფეროში, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება. ეს სინამდვილეში რუსეთთან ფრენებსა და ვაჭრობაზე მეტად ანტიეროვნული, რუსული საქმეა. ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ მიდის ბავშვების გადაგვარება, რათა მათ მომავალი ვერ შექმნან. ეს აწყობს მხოლოდ რუსეთს. განათლების დაბალი დონე, ისევე როგორც ჩვენი გაღარიბება, აწყობს მხოლოდ რუსეთს, რათა მათთვის საქართველო ადვილი სამართავი იყოს.

კვლევის შედეგები პირდაპირ მიუთითებს საქართველოში არსებულ განათლების უმძიმეს კრიზისზე. დღეს მთელი სისტემაა ჩავარდნილი. ის არ არის ორიენტირებული პირველ რიგში მასწავლებელზე, რომელმაც მოსწავლეს ხარისხიანი განათლება უნდა მისცეს. თქვენ გახსოვთ, სულ რამდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა, რაც დირექტორების დანიშვნის საკითხს უკავშირდებოდა. ამ თემაზე მასწავლებლების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართა.

ჩვენი პარტია, დაფუძნების დღიდან აქტიურად საუბრობს ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის გზებზე, სისტემის გაჯანსაღებასა და კონკრეტულ პროექტებზე, რაც პირდაპირ აისახება თითოეული მათგანის განათლების დონეზე“, - აცხადებს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის