თბილისის მერია - გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20- დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეზღუდვა 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

პირველ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის ქუჩაზე - მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ თოფურიძის ქუჩიდან მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.

მაჭავარიანის ქუჩიდან თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაჭავარიანის, თოფურიძის შესახვევისა და თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.

მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20-დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს