საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.

დედაქალაქის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

„34 ოჯახი გავახარეთ. იმ ფართების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. საერთო ჯამში, აღნიშნული პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. 3000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რაიონულ გამგეობებს, სადაც მათ განუმარტავენ, რა სახის დოკუმენტებია წარსადგენი ფართის დაკანონების მიზნით წარდგენილი განაცხადის განსახილველად.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის