„სელფი მობაილმა“ საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული „სელფი“ გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით, ხოლო საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია სელფის კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

„მოხარული ვარ, რომ „სელფი მობაილის“ მიღწევები და უახლოესი მომავლის გეგმები სწორად ითარგმნა წარმატებულ საკრეტიდო რეიტინგში. რესპექტაბელური ევროპული სარეიტინგო სააგენტოსგან მიღებული ეს შეფასება, დაეხმარება კომპანიას კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, რომელსაც მიმართავს ქსელის გაფართოებისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს „სელფიში“ ეს მნიშვნელოვანი აღიარება და მადლობა გადავუხადო სარეიტინგო სააგენტოსთან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს