ნათია თურნავა - პენსიონერებს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს ჭარბვალიანობისგან ვაზღვევთ - სესხის აღება შესაძლებელი იქნება სესხის ამღების თანხმობითა და ნებართვით

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს პენსიითა და სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას უკრძალავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ინფორმაციით, შესაბამისი მითითება კომერციულმა ბანკებმა უკვე მიიღეს, რაც მისივე თქმით, ეთიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა.

თურნავას განცხადებით, აღნიშნული რეკლამის აკრძალვა პენსიონერი და შემწეობის მიმღები პირების გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბი ვალისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა.

„პენსიონერები, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები შედარებით მოწყვლადი კატეგორიაა. ძირითადად საჩივრები, რაც ჩვენთან და საბანკო სისტემაში შემოდის, ეხება იმას, რომ ბევრი მათგანი გადაწყვეტილებას ზოგჯერ გაუთვითცნობიერებლად იღებს - არ ხდება შესაბამისი ინფორმაციის ბოლომდე მიწოდება. ჩვენ პენსიონერებს და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს ჭარბვალიანობისგან ვაზღვევთ. სესხის აღება შესაძლებელი იქნება სესხის ამღების თანხმობითა და ნებართვით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს