ლატვიის პრეზიდენტი - პუტინმა ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს

პუტინმა ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

„ფაქტობრივად, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის, ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათთვის, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს", - განაცხადა რინკევიჩსმა.

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არა მხოლოდ ლატვიის, არამედ დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს.

შეგახსენებთ, პუტინი ლატვიას დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ რიგა რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ მიმდინარე პოლიტიკას გააგრძელებს, მაშინ ქვეყანას საშინაო პრობლემებთან მოუწევს გამკლავება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს