საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი განათლების სამინისტროსთან მე-3 დღეა გრძელდება

საჯარო სკოლებში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეების პროტესტი თბილისში, განათლების სამინისტროსთან მე-3 დღეა გრძელდება.

სამი დღეა მაია ეკალაძე პროტესტს შიმშილობის ფორმით გამოხატავს. ამასთან, აქციის მონაწილეებს უწყების წინ გაშლილი აქვთ კარავი, სადაც ღამეს ათევენ.

პედაგოგები ითხოვენ დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას და იანვრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას.

ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ადგილზე მივიდეს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და გაეცნოს მათ პრობლემას.

„ფიზიკურად კარგად ვარ, მაგრამ სულიერად, რა თქმა უნდა, ცუდად, ასევე, ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში. ამდენი ხანი ქუჩაში არასოდეს ვყოფილვარ, მოთხოვნა ისევ ის არის - სამართლიანობის აღდგენა.

სახალხო დამცველი უნდა იყოს აქ, როგორი პრეცედენტია, სკოლიდან გამოხვედი და დგახარ სამინისტროს შენობის წინ, იმ სფეროს ხელმძღვანელს სთხოვ პასუხს, რომელ სფეროშიც შენ თვითონ მუშაობ, ეს პრობლემა არ არის? მოთხოვნისაც მრცხვენია უკვე, როგორ უნდა ითხოვდე ამას და როგორ თვითონ არ უნდა ინტერესდებოდნენ ამით, რომ მოვიდნენ აქ და გარკვიონ რა ხდება. მით უმეტეს, მივმართეთ კიდეც სახალხო დამცველს და ვთხოვეთ, რომ საქმეში ჩართულიყო. სამწუხაროდ, არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა მისგან“, - განაცხადა მაია ეკალაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს