შალვა პაპუაშვილი - საქართველო დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა - ყველა პარამეტრით საქართველო მზად არის, ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს

მომავალ წელს ვაშინგტონში სამიტი მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ, რომ საიუბილეო სამიტია და იმის ფორმატია, რომ მთლიანად მოხდეს ნატო-ს როლის გააზრება უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის სამიტზე მკაფიო მხარდაჭერა იყოს საქართველოს გაწევრიანების და ასევე საქართველოს მიმართ დახმარების საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია მოლოდინი ვაშინგტონის სამიტისთვის?

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა.

მისივე თქმით, თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

„ჩვენი სურვილია, რომ მკაფიო მიდგომები გვქონდეს ნატო-ს მხრიდან საქართველოს გაწევრიანების გზაზე. საქართველო უკვე დიდი ხანია იქცევა, როგორც ნატო-ს მოკავშირე წევრი ქვეყანა. ჩვენი ქცევითა და ჩვენი კონტრიბუციით უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხანია ისე ვიქცევით, როგორც ალიანსის წევრი. ამავე დროს, ნატო-სთან ჩვენი თავსებადობა სამხედრო ძალების უმაღლეს დონეზეა. ჩვენს სამხედრო კონტინენტს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობა მიღებული აქვს მისიებში და ა.შ. ამით თავსებადობაც უზრუნველყოფილია. თუ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები შედარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ეს არის შესაბამის სტანდარტზე, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. უკვე დიდი ხანია ყველა ამ პარამეტრით საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ნატო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საჭიროა ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს მხრიდან. რაც შეეხება უშუალო საკითხებს, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია