დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში სამხედრო და ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან მოხვდნენ.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში, ასევე, რუსეთიდან 31 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა, რომლებიც თვითმფრინავების და რაკეტების წარმოებასთან და ძირითადი ელექტრონული კომპონენტების იმპორტთან არიან დაკავშირებულნი.

სანქციები შეეხო ოთხ იურიდიული პირს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება