გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკუსტიკური ხმაურის ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის წესების გადახედვის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ხმაურთან მიმართებაში არის საკითხები, რომლებიც არსებული კანონმდებლობით არაერთგვაროვნად არის დარეგულირებული ან აღსრულების თვალსაზრისით გაბნეულია სხვადასხვა მიმართულებით. ნაწილი მუნიციპალიტეტების აღსასრულებელია, ნაწილი - გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს და წერილობით მიმართავს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე პარლამენტს, ამიტომ ეს საკითხი ახლებურად დარეგულირებას საჭიროებს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ხმაურის ინდექსის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და იმ ხარვეზებზე, რომელიც კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხმაურის გაზომვის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა უწყების - ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების აქტიური კოორდინაციის აუცილებლობაზე. შევთანხმდით, რომ საჭიროა გადაიხედოს და დამუშავდეს მთავრობის დადგენილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის ნორმებს და მონიტორინგის წესს განსაზღვრავს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატის გაგრძელებაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე