ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ - მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში წევრობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ანგარიში წარვადგინეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დემოკრატიზაციის რეფორმების მიმართულებით. ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოს როგორც ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირში წევრობას, ასევე ნატო-ში წევრობას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.

„შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვართ. ჩვენს პარტნიორებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვთხოვეთ, რომ იფიქრონ, უფრო მკაფიო და გაწერილ სამოქმედო გეგმაზე. დაახლოებით ისეთ გეგმაზე, როგორიც აქვს ევროკავშირს, რათა თითოეულ ნაბიჯს მოჰყვებოდეს პროგრესი ნატო-ს ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც უფრო მარტივი იქნება სახელმძღვანელოდ, რადგან გვეცოდინება, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმის დასრულების შემდეგ, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ წევრობის გზაზე. ასევე დისკუსია იყო ვაშინგტონის სამიტზე. იმედია, აქაც ბოლომდე წარმოდგენილი ვიქნებით მაღალ დონეზე და ამ სამიტზეც იქნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, რაც საბოლოო ჯამში წევრობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია