საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს გარდაცვლილ 23 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„უმძიმესი რეალობა და უმძიმესი შემთხვევაა, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის იდენტიფიცირებული ნეშტის გადაცემა ერთგვარი შვებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში ეს ადამიანები მათი ოჯახებისთვის დაკარგულად ითვლებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და მათ ოჯახებს მივუსამძიმრეთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

უწყების ცნობითვე, 23 იდენტიფიცირებული ნეშტიდან 21 სამხედრო, ხოლო 2 სამოქალაქო პირია. რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

„პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირ მებრძოლებს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ომის მძიმე შედეგებს, იმ ტრაგედიას, ტკივილს და აგრეთვე იმ გმირულ ბრძოლას, რომელიც ადამიანებმა ათეული წლების წინ გასწიეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს