GITA-ს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში ცნობილია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

„გამარჯვებული პროექტები არიან:

ექზედერმი - ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება აბიტურიენტებს ეფექტურად და სწრაფად მოემზადონ გამოცდებისთვის.

DIAlogy - აპლიკაცია დაეხმარება ორ დაპირისპირებულ ან კონფლიქტში მყოფ ადამიანს კომუნიკაციაში და გუნდის მიერ შექმნილი language modeling-ის დახმარებით უკეთესად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.

BASE2 - მობაილ puzzle game, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებული პირებისთვის ქმნის სიმულაციურ გარემოს, რათა მიხვდნენ ნამდვილად სურთ თუ არა პროგრამირების სწავლა. პროექტის მიზანია თამაშის MVP ვერსიიდან სრულ ვერსიაზე გადაყვანა.

Creatmedia - პროექტის მიზანია, გააციფრულოს მედია ინდუსტრიაში საჭირო ყველა რესურსის მოძიების პროცესი - ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ბიზნესის კრეატიული კონტენტისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების რეკრუტინგს.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ქვემო ქართლსა და კახეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 9 ოქტომბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო