განათლების საკითხების მკვლევარი - მოსწავლეების 70 პროცენტამდე კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს - ეს კატასტროფაა

განათლების საკითხების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის განცხადებით, საქართველოში მოსწავლეების 65-დან 70 პროცენტამდე კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში ექსვი დონიდან საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

„თქვენი აზრით ჩვენი მოსწავლეების რა პროცენტია, რომელიც ვერ აღწევს მეორე დონეს? - 65-დან 70 პროცენტამდე კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში. ანუ ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი საბაზისო მეორე დონეს ვერ აღწევს და ეს არის კატასტროფა. სულ ექვსი დონეა და ჩვენი მოსწავლეების 70 პროცენტი ვერ ადის მეორე დონეზე. ეს მაჩვენებელი, მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 14 პროცენტით არის გაუარესებული წინა კვლევასთან შედარებით, მათემატიკაში - 10 პროცენტით არის გაუარესებული. კითხვაში კიდევ უკეთესია“, - განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტმა ისაუბრა შედეგების მიზეზებზე და განაცხადა, მიზეზი არის საგანმანათლებლო სისტემასა და სწავლების მიდგომებში, რომელიც გვაქვს.

ტაბატაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში რეფორმების კუთხით იყო „საკმაოდ დიდი ინტერვენცია“, ეს არ მუშაობს.

„მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში ინვესტირება გაზრდილია, უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლიდან დღემდე გაოთხმაგდა განათლების ბიუჯეტი, რაც კარგია, პოზიტიურია ამ თვალსაზრისით, ამ ინვესტირების კვალდაკვალ 2015 წლიდან დღემდე იკლებს და იკლებს შედეგები. აქ ვუბრუნდები იგივე საკითხს, რატომ იკლებს შედეგები? ვინც უნდა გააუმჯობესოს შედეგები - მასწავლებელთა და დირექტორთა კორპუსი, იმის გაჯანსაღებისკენ არ იდგმება არანიარი ნაბიჯი“, - დასძინა ტაბატაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია