ბერდია სიჭინავა - საინტერესოა ისტერია, რაც „ოცნების“ ლიდერშიფმა გახარიას განცხადებაზე გამართა - არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდება

ადამიანი [ირაკლი კობახიძე], რომელიც კონსტიტუციონალისტადაც არ ვარგა, თურმე ეკონომიკის ცოდნას უწუნებს გიორგი გახარიას, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც რასაც გინდა, იმას ათქმევინებ.

„საინტერესოა ის ისტერია, რაც „ოცნების“ დღევანდელმა ლიდერშიფმა გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით გამართა. ადამიანი [ირაკლი კობახიძე], რომელიც კონსტიტუციონალისტადაც არ ვარგა, თურმე ეკონომიკის ცოდნას უწუნებს გიორგი გახარიას. ეს ადამიანი [ირაკლი კობახიძე] არის ადამიანი, რომელსაც რასაც გინდა, იმას ათქმევინებ“, - განაცხადა სიჭინავამ და დასძინა: „მთავარია ჩასძახო და ჭურივით ამოგძახებს“.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ შედის გახარია მეტ კონკრეტიკაში და რატომ არ აკონკრეტებს, ვინ არის ის 20-25 ოჯახი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდით სარგებლობს, სიჭინავამ უპასუხა, რომ „არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება“.

„საკითხი ნომერი ერთი: ჩვენ არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევთ. მეორე საკითხი, ჩვენ შესაბამისი განცხადებებით არაერთხელ მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. მესამე საკითხი, ჩვენმა გუნდმა დავაყენეთ „ქოლ-ცენტრების“ საკითხი, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ბიზნესის და კრიმინალის ერთობლივი კეთების კარგი მაგალითი.

რაც შეეხება კონკრეტულ დროს, ყველაფერი აუცილებლად გაცხადდება. არ არის დაფარული, რომელიც ამ ქვეყანაში არ გაცხადდება“, - დასძინა სიჭინავამ.

ამასთან, მან გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2021 წლამდე ხელისუფლებაში ვერავინ ბედავდა დასავლელი ელჩების ან დასავლეთის გინებას, რადგან გახარია იყო მზღვეველი ფაქტორი.

„ჩვენ დროს, როგორიც იყო სახელმწიფო, ისეთი არ არის დღეს. 2021 წელს, რაც იყო ამ ქვეყანაში, ის არ არის დღეს. 2021 წლამდე გახსოვთ ვინმეს გაებედა დასავლელი ელჩების გინება ან დასავლეთის გინება? გახარია იყო მზღვეველი ფაქტორი“,- განაცხადა სიჭინავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია