პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი ციხიდან გაათავისუფლეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 85 წლის ალბერტო ფუხიმორი, 16 წლის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„დღეს, საბოლოოდ, ჩვენ მამა სახლში გვყავს. ჩემს გულში არა სიძულვილი და წყენა, არამედ მადლიერებაა”, - განაცხადა ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილმა, კეიკო ფუხიმორიმ.

პერუს უმაღლესმა სასამართლომ ფუხიმორის, ჰუმანიტარული ნიშნით, გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ გამოსცა.

შეგახსენებთ, პერუს ყოფილი პრეზიდენტი, 1990-იან წლებში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასჯელს 25 წლით იხდიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს