ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ისრაელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, გრანტ შეპსი მიმდინარე კვირაში ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს ეწვევა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას მედია საშუალებები ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„მიმდინარე კვირაში ჩემი ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განვიხილო მცდელობები, რათა დაჩქარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორისთვის და ყველა დარჩენილი მძევლების გათავისუფლება“, - აცხადებს გრანტ შეპსი.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მუშაობს იმისთვის, რომ გამოინახოს საუკეთესო გზა დახმარების სწრაფად მიწოდებისთვის.

„ეს მოიცავს ვარიანტებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით“, - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

გრანტ შეპსი, ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ისრაელის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ის ასევე შეხვდება პალესტინის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ზიად ჰაბ ალ-რეჰს, რათა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების შესახებ ესაუბროს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება