უკრაინის გენშტაბი - საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 100-მდე შეტაკება მოხდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 91 სამხედრო შეტაკება მოხდა, მათგან 34 ავდეევკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას რაიონში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის 7 თავდასხმა მოიგერიეს, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნოვის, ვესელესა და რაზდოლევკას რაიონებში კი - 6 შეტევა.

„ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩევკასა და ანდრეევკას რაიონებში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დიდ დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ავდეევკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს.

„ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვის ხაზებს და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 34 შეტევა ნოვობახმუტოვკას, სტეფნოის, ავდეევკას, სევერნის, ტონენკისა და პერვომაისკის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 17 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის 6 თავდასხმა მოიგერიეს.

ამასთან, მელიტოპოლის მიმართულებით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს 336 230-მდე ჯარისკაცს, 5 618 ტანკს, 10 482 ჯავშანტექნიკას, 8 045 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 324 საბრძოლო თვითმფრინავს და ამდენივე ვერტმფრენს, 10 561 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 22 გემს/ნავს, 6 116 უპილოტო საფრენ აპარატს, 1 156 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 571 ფრთოსან რაკეტას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს