იური ნოზაძე საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იური ნოზაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, გამოფენის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ბიზნესკავშირების დამყარებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მეწარმეებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს; ამასთან, ზრდის საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ყველა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, რაც კავშირების გამყარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

უწყების ცნობით, გამოფენის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩინეთის სინძიან-უიგურის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მეთაურის მოადგილე კაიზაიერ აბუდუკერემუმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენიმ.

„აღინიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან ძლიერი საფუძველი არსებობს. აბრეშუმის გზით დაწყებული მეგობრობა, დღეს უკვე ახალ სიმაღლეებს აღწევს. მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ინიციატივით - „ერთი სარტყელი ერთი გზა“ შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, ორმხრივი კავშირების გაღრმავებას, რაც ბიძგს აძლევს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას. ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობები და თანამშრომლობა, აუცილებლად მოიტანს კარგ შედეგებს.

ღონისძიებას სინძიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ეროვნული პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველო-ჩინეთის სინძიანის პროდუქციის რიგით მე-9 გამოფენა“ 6-8 დეკემბერს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-4 და მე-5 პავილიონებში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია ჩინეთის სინძიანის რეგიონში წარმოებული პროდუქცია: ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ხილის წვენები, მშრალი ხილი, სუნელები, ტექსტილი და მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია, სასუქები და სხვა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან