სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 58 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მხრიდან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ უფრო მეტი დაკარგული ადამიანის გადმოსვენება მოხერხდეს საქართველოში.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული, კიდევ 23 პირის, 21 სამხედრო მოსამსახურის და 2 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 2023 წელი ნამდვილად, უპრეცედენტოა და გამორჩეული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიღწეული შედეგით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული მექანიზმის მუშაობით და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, წელს ჩვენ მოვახერხეთ 58 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა. ამისთვის მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით, ვაგრძელებთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე.

მსურს, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო თანაგრძნობა და სამძიმარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში წარმოდგენილ ოჯახებს", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

პანაშვიდს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების მონაწილე სამხედრო პირები ესწრებიან.

„გადმოსვენებულთა უმრავლესობა [საომარი მოქმედებების] მონაწილეები არიან. დღეს [მათ გადმოსვენება] ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი რომ სამგლოვიარო დღეა, მეორეა, რომ თავის ოჯახის წევრებმა თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამოიცნეს. დღეს არის მძიმე დღეც და სასიხარულოც“,- განაცხადა ვეტერანმა, დომენტი ფანჩულიძემ.

17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს