კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს

კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი შარიფაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა და თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც გასცემდა.

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდა. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან", - განაცხადა გიორგი შარიფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს