ქეთევან თურაზაშვილი - ნატო-ში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები

ნატო-ში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი, დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი წარმატებული იყოს,- ამის შესახებ დეპუტატმა, პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

პარტია „მოქალაქეების“ ცნობით, ქეთევან თურაზაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან.

„ვიზიტი და თითოეული შეხვედრა ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ძალიან კარგად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური სირთულეები და წნეხი, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში განიცდის ჩვენი ქვეყანა.

მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ცხადია პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციონერებმაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ. ევროატლანტიკური წინსვლისთვის, ქვეყანას სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს“,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო