ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად და სტაბილურად ვიგრძნოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანია, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, საქართველოს ხსენების გარეშე მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა საბოლოო ჯამში დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატო-ში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატო-ში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს