წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში - მნიშვნელოვანია, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები ჩართულები იყვნენ ძიების პროცესში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მინდა ჩვენი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი ახლობლების ნეშტები მიიღეს, - ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში, ან მონტავონმა სამების საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ძალიან განსაკუთრებული მომენტი ამ ოჯახებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ჩვენს პატივისცემას და აღიარებას იმ მწუხარებისთვის, რასაც განიცდიან. ჩვენი ფიქრები ასევე არის იმ ოჯახებთან, რომელთა ახლობლები ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. მინდა ვთქვა, რომ ყველა ჩართულ აქტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ოჯახების ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლებიან“, - აღნიშნა ან მონტავონმა.

მისი თქმით, 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, შერიგების საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ხელმძღვანელობით, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ჩართულობა ამ ოჯახებთან.

„ამ მხრივ, აღსანიშნავია ხსოვნის ღონისძიებების და ოჯახებთან საინფორმაციო და შეხვედრების ორგანიზება. 2024 წელს ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო გაზრდის ჩართულობას არა მხოლოდ ოჯახების მხარდაჭერის კუთხით, არამედ უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძიების კუთხით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ამ პროცესთან, მათთან გაიმართოს კონსულტაციები და მათი აზრი გათვალისწინებული იქნას, რათა მომავალი გადაწყვეტილებები მათთვის მნიშვნელოვანო იყოს“, - აღნიშნა ან მონტავონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს