საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროში არსებული რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე და ასევე, საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემებსა და მათ გამოყენებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას და სხვა პროექტებს.

ოთარ შამუგიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესწრეებთან.

„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მათივე ცნობით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ და პასუხები მოესმინათ მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, რომელთა დიდი ნაწილი ევროპული დირექტივების იმპლემენტაციიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საუბარი შეეხო, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საწვავის ხარისხის მონიტორინგს და ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომლებიც მომდევნო წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

„ცალსახად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი გამოკვეთილი და მჭიდრო პარტნიორი და თითოეულ საკითხზე, რომელიც ბიზნეს სექტორის წინაშე დგას და ამ მიმართულებას ეხება, გვაქვს მყისიერი რეაგირება და ეფექტიანი კომუნიკაცია მათი მხრიდან. მსგავსი სახის თანამშრომლობა მისასალმებელია, რადგან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბევრი მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტი და საკითხი გველის, სადაც ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან