დავით ნარმანია - მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი პროექტი ხორციელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს სათანადოდ დაცული სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში. სემეკი, წლებია, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს კომუნალური მომსახურებების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურის როლი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. უკვე 20 წელია, რაც სამსახური აქტიურადაა ჩართული მოქალაქეთა უფლებების დაცვაში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით. ვულოცავ სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს 20 წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ საქმიანობაში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, არაერთი პროექტი ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკში გვაქვს უნიკალური პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აფიქსირებს კომუნალურ კომპანიებში შესულ მომხმარებელთა განცხადებებს და კომპანიების მხრიდან მათზე რეაგირებას, ინფორმაციას გეგმური და არაგეგმური წყვეტების შესახებ, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისათვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის დროსა და ვადებს. გვაქვს შემუშავებული სტანდარტები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომპანიებისათვის. აქვე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ თვლიან რომ ირღვევა მათ უფლებები კომუნალური კომპანიების მიერ, მომართონ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის ინფორმაციით, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, 2003 წელს დაფუძნდა სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. დღეისთვის ენერგოომბუდსმენის ოფისები ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო