მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა Saasargeblo.ge-მ B2B შეხვედრას უმასპინძლა

ტერაბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა Saasargeblo.ge-მ B2B შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესისა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიების წარმომადგენლების გაცნობას, მათ შორის ახალი, სასარგებლო და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას, მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების მხარდაჭერასა და, საბოლოოდ, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურებოდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას 15-მდე SaaS კომპანიამ სხვადასხვა ბიზნესინდუსტრიის წარმომადგენლებს მათთვის განკუთვნილი ციფრული პროდუქტები და მომსახურებები, სპეციფიკა და უპირატესობები გააცნო. პარალელურად, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მარტივად დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები სასურველ სტარტაპებთან და უფრო მეტი დეტალი გაეგოთ იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მათ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

Saasargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას უწყობს ხელს. პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგია განთავსებული. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ.

„მოხარულები ვართ, რომ პლატფორმამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გზამკვლევისა და მხარდამჭერის ფუნქციების შესრულება ინტენსიურად დაიწყო. გვჯერა, რომ არა მარტო ამ შეხვედრით, არამედ სხვა სამომავლო აქტივობებითაც Saasargeblo.ge მათ საჭირო კონტაქტების დამყარებაში, საქმიანობების გაციფრულების მარტივად განხორციელებაში, საბოლოოდ კი, ბიზნესპროცესების უფრო ეფექტიანად განვითარებაში დაეხმარება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

შეხვედრა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბისა და საჭიროების ბიზნესკომპანიას შეეძლო. პლატფორმა Saasargeblo.ge ამგვარი შეხვედრების გამართვას სამომავლოდაც გააგრძელებს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს