ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს ინიციატივითა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ვარკეთილში დღეს გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათი ცნობით, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში 133 ძირი სანთლისებრი კიპარისი დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, რევაზ სოხაძემ და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანა ლიბერმა მიიღეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, გამწვანება ქალაქისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი ტყემალაძემ შვედეთის საელჩოს აღნიშნული აქციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვარკეთილში, დღეს კიდევ ერთი გამწვანების აქცია გაიმართა. დღევანდელი ღონისძიება შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. გამწვანება არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის მასშტაბით ამგვარი ღონისძიებები ტრადიციად იქცა“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქალაქის გამწვანების მნიშვნელობაზე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა ლიბერმაც ისაუბრა. მისი თქმით, ურბანული განვითარების პირობებში ხე-მცენარეების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც ეკოსამიტი 2023-ის ფარგლებშია ორგანიზებული. გამონაბოლქვის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ხე არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ 133 ძირი ხე დავრგეთ, შესაბამისად, მათი ეფექტი განსაკუთრებული იქნება. ყველას უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხე-მცენარეების როლი ურბანული განვითარების პირობებში“-განაცხადა ანა ლიბერმა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გამწვანების აქცია სამგორის რაიონში კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია