ილია მეორე - აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა - დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა. დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან.

აქ, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: მალხაზ ზედგენიძე, ზაქრო ბაციკაძე, ზურაბ ჭეღელიძე, დურმიშხან მაზანაშვილი, მირიან გოგალაძე, ივანე თვალიაშვილი, ალექსი ონიაშვილი, ღუტო კვირიკაშვილი, ემზარ სულაქველიძე, ლევან ზერეკიძე, ჯიმშერ მერებაშვილი, მამუკა მეტრეველი, გიორგი მირზიაშვილი, მალხაზ ჯავახიშვილი, ეთერ გასვიანი, ბადრი შალიკაშვილი, ბესიკ ნიკოლიშვილი, გოჩა სანაია, გიორგი სანაია, სპარტაკ ზარანდია, კახა ზარანდია, ელგუჯა მეტრეველი, გიგუშა სანაია.

უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო,” - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს