იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას და პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობის შემცირების ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას და პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობის შემცირების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან. ასევე, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილების მიღებით გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

„ჩვენი ქვეყანა ევროპელი პარტნიორებისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. ვენეციის კომისიამ გასცა დასკვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე, რის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია საარჩევნო პროცესებზე კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამახვილება იმ კუთხით, რომ მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირებმა საარჩევნო პროცესებზე მოჭარბებული გავლენები ვერ მოახდინონ. ვენეციის კომისიის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მიზნით იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა აეკრძალოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტი გულისხმობს ჯარიმას იურიდიული პირის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ