მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ უნგრელ კოლეგებთან თანამშრომლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც აქ ჟღერდება და ფიქსირდება საქართველოსთან მიმართებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილი არის ის, რომ უნგრეთი რჩება და იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.

მისივე განმარტებით, უნგრეთი თვლის, რომ საქართველო არის დამატებითი ღირებულება ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას, ეს იქნება პოლიტიკური, თუ სხვა თანამშრომლობის კუთხით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზეც პარლამენტებს შორის, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ასევე, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო მტკიცედ იყოს ეკონომიკურად დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, დამატებით იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველოს ფუნქციისთვის და ასევე უნგრეთისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ უნგრელ კოლეგებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ის მხარდაჭერა, რომელიც აქ ჟღერდება და ფიქსირდება საქართველოსთან მიმართებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მანა ასევე ისაუბრა, ქართული ოპოზიციის იმ კრიტიკაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე უნგრეთის პოზიციას ეხება. ბოჭორიშვილმა ამ კრიტიკას სპეკულაციური უწოდა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბრამდე კონსენსუსი მიღწეული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საერთო პოზიციასთან დაკავშირებით.“-განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მანა ასევე ისაუბრა უნგრეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე.

„უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ მხარდაჭერის საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება იმ პროცესში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს უნგრეთის, ისე, როგორც ნებისმიერი წევრი ქვეყნის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთან, გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ვიზიტს, სწორედ ახლა, როდესაც დღე-დღეზე ველით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებთან კონსულტაციები, პირველ რიგში, მიმართულია სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის საქართველოსადმი დამოკიდებულების გასაძლიერებლად, რაც უკავშირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის