თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის კონფერენცია ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ორგანიზებით რისკების მართვის მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია - რისკები არასტაბილურ გეოპოლიტიკურ ეპოქაში“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გახსნეს. მათ რთულ, არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში რისკების მართვისა და ამ კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანეთის მხარეს მადლობა გადაუხადა და თავდაცვის უწყებაში რისკების მართვის სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონფერენციის განმავლობაში მომხსენებლები და მსმენელები არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების ფონზე, სტრატეგიული რისკების პროგნოზირების, კიბერუსაფრთხოების, ასევე კორუფციული და თაღლითობის რისკების შეფასების მნიშვნელობასა და რისკებთან დაკავშირებულ ეფექტური ანგარიშგების საკითხებს განიხილავდნენ. გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, თავიანთ სახელმწიფო უწყებებში, რისკის მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით მიღებული გამოცდილების, სამომავლო გეგმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ერთდღიან საერთაშორისო კონფერენციას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს გარდა, სხვადასხვა უწყების მაღალი და საშუალო რგოლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს