საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის, ფაკულტეტის პროფესორმა, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელმა თეა ბარამაშვილმა ტრენინგი ჩაატარა, თემაზე: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა და პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა“.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ტრენინგს, რომელიც ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა და მისი მიზანია პროფესიული განათლების განმახორციელებელთა და პედაგოგთა მხარდაჭერა სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, დაესწრნენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის თქმით, ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია შეფასების პრინციპების, შეფასების სისტემის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვა აუცილებელი პროცესების შესახებ.

„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი. ამასთან, სასწავლო პროცესს უძღვებოდეს მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, მსგავსი ტრენინგების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, შეისწავლოს სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი პრინციპები“, - განაცხადა თეა ბარამაშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე არსებული ყველა პროფესიული პროგრამის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, 15 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის: გრაფიკული დიზაინის შესრულება; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავას შეკეთება; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სარკინიგზო გადაზიდვები; საბაჟო საქმე; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; ხის მხატვრული დამუშავება და ჰაერის კონდიცირება, ხორციელდება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!