პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში - ,,თავისუფლება და უსაფრთხოება" მონაწილეობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თავისუფლება და უსაფრთხოება" იღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

„დღეს ვიმყოფებით კიევში. ჩვენმა მეგობრებმა, ჩვენმა კოლეგებმა, მიგვიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ეძღვნება, რომელსაც „თავისუფლებისა და უსაფრთხოების“ კონფერენცია ეწოდება. შესაბამისად, განხილულია ბევრი საკითხი ამ მიმართულებით. მთავარი კი არის უკრაინელების მიმართ დარღვეული უფლებები, მათ შორის ყველაზე მთავარი - ბავშვები. 20 000-ზე მეტი ბავშვია გატაცებული რუსეთის ფედერაციის მიერ“, - დასძინა მან.

ხაჯიშვილის თქმით, კონფერენცია ხვალაც გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, როგორც პარტიამ და როგორც დემოკრატიულმა ოპოზიციამ“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს