ანა წითლიძე - ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც - ვინ წარსულია და ვინ მომავალი, გვანახებს ამომრჩეველი

ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობაა პარტიისთვის - ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანა წითლიძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია და ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.

„2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

ამ 11 წლის მანძილზე უამრავი შიდა წასვლები მინახავს, ხშირად ჩემი პოლიტიკური გამოცდილებისთვისაც გაუგებარი, როდესაც ვერ ვხსნიდი როგორ შეიძლება ადამიანებმა მთავარს უღალატონ ვიწრო პარტიული წყენების, გაუგებრობების ან ძალაუფლების გამო. ბევრი მინახავს მობრუნებულიც.

ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ, ამავე დროს, ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია, ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.

როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. ასე იქნება ახლაც. 11 წელია აქ ვდგავარ და ვიდგები, სანამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი.

ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც. ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი.

ბევრი შეცდომა მეც მქონია მაგრამ ეს არასოდეს შემშლია არც ერთი შიდა „გაუგებრობების" დროს, იქ ვმდგარიყავი სადაც დევნილი და ახლა უკვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

დანარჩენს დრო აჩვენებს, როგორც არა ერთხელ აქამდე. მთავარი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა!“, - წერს ანა წითლიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან